აუდიტური კომპანია ,,თიჯიეს კკ ჯგუფი“, TGS Global - ის წევრი საქართველოში, ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტ პროფესიონალს და აქტიურად თანამშრომლობს ნებისმიერი სიდიდის იურიდიულ და ფიზიკურ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტთან. მომსახურების მრავალპროფილიანი სპექტრით, წარმატებული და ინოვაციური პროექტებით, თანამედროვე მეთოდოლოგიით და კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომით გთავაზობთ: აუდიტორულ, საბუღალტრო, საშემფასებლო, იურიდიულ, საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურებას.
,,თიჯიეს კკ ჯგუფი“ წარმოადგენს TGS Global - ის წევრ კომპანიას საქართველოში. TGS Global ჩამოყალიბდა 2011 წელს და 2013 წლიდან შედის მსოფლიო აუდიტორული ქსელის საუკეთესო ოცეულში. დღეისათვის იგი აერთიანებს 60 ქვეყანას, 3500-ზე მეტი პროფესიონალით, რომელის ქსელიც სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება. TGS Global არის ყველაზე ახალი, წარმატებული დამოუკიდებელი აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების ქსელი მთელს მსოფლიოში. TGS Global - მა 2014 წელს მიიღო IAB-ის წლის ჯილდო ,,ამომავალი ვარსკვლავი“ და ამიტომაც მისი წევრობა ნიშნავს ფინანსური და აუდიტორული მომსახურების მაღალ სტანდარტს.
მიუხედავად იმისა მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იმყოფებით, მართავთ თქვენს ბიზნესს თუ აწარმოებთ მნიშვნელოვან გარიგებებს, TGS Global-ის წევრი კომპანიების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის წარმატებით განვითარებაში.