კომპანია ,,კკ ჯგუფი“ გახდა TGS Global-ის წევრი კავკასიაში. TGS Global ჩამოყალიბდა 2011 წელს და 2013 წლიდან შედის მსოფლიო აუდიტორული ქსელის საუკეთესო ოცეულში. დღეისათვის იგი აერთიანებს 60 ქვეყანას, 3500-ზე მეტი პროფესიონალით, რომლის ქსელიც სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება. TGS Global არის ყველაზე ახალი, წარმატებული დამოუკიდებელი აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების ქსელი მთელ მსოფლიოში.