kk group
მოწვევა საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე
2 ნოემბერი 2015
მოწვევა საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე

საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი კომპანია ,,თიჯიეს კკ-ჯგუფი“ გიწვევთ საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებზე, რომელსაც გაუძღვება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მოქმედი მთავარი აუდიტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ბიძინა ჯავშანაშვილი. კურსებზე განხილული იქნება საგადასახადო კანონმდებლობა, კანონდებლობასთან დაკავშირებული სხვა აქტები, სიტუაციური სახელმძღვანელოები (მანუალები), აუდიტის ჩატარების პირდაპირი მეთოდოლოგია და  პრაქტიკული მაგალითები. კურსის  დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესო კურსდამთავრებულები სურვილის შემთხვევაში გაივლიან ერთ თვიან უფასო სტაჟირებას კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

 

კურსის ხანგრძლივობა:  ორთვენახევარი( გრაფიკი ჯგუფთან შეთანხმებით)

კურსის ღირებულება:  420 ლარი

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941