kk group
აუდიტი

ფინანსური აუდიტი

სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის წესისა და ფორმის შერჩევითი შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან;

სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;

წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;

წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საბუღალტრო ჩანაწერებთან შესაბამისობაზე;

მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა.

საგადასახადო აუდიტი

სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის წესისა და ფორმის შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან;

სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;

სამეურნეო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შემოწმებას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

წარდგენილი საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, დეკლარაციების შემოწმება, საგადასახადო მოთხოვნებსა და სამეურნეო ოპერაციებთან შესაბამისობაზე;

მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა კონფიდენციალური ანგარიში, რომელშიც მოყვანილია შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მათი ფინანსური შედეგები და მათ შესაძლო გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

კომპლექსური აუდიტი

კომპლექსური აუდიტი მოიცავს ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ყველა პროცედურას და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას კომპანიის საფინანსო/საგადასახადო მდგომარებისა და რისკების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად.

აუდიტორული მომსახხურება შესაძლებელია განხორცილდეს წლიურად, კვარტალურად ან ყოველთვიურად.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი
USD2.6678
EUR3.0138
GBP3.359
RUB4.0173