kk group
საბუღალტრო მომსახურება

თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;

პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია ჩვენს საბუღალტრო პროგრამაში;

საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში;

დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;

ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელბთან დამკეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;

კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;

დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;

სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;

სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოშო მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ფინანსური ანგარიშების მომზადება-წარდგენაც. მათ შორის, ბანკებისთვის (კრედიტის დამტკიცება/მონიტორინგისთვის საჭირო) სპეციფიკური ფინანსური ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ჩვენი საბუღალტრო მომსახრება საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს კონცენტრირება მოახდინონ მხოლოდ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და არ დახარჯონ დრო საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტაზე, ისევე როგორც ურთიერთობაზე მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.

ჩვენს მიერ საბუღალტრო მომსახურების უპირატესობანი :

ბუღალტრული მომსახურების გაწევისას, ჩვენი ვხელმძღვანელობთ საკუთარი შემუშავებული ტექნოლოგიით, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე და ითვალისწინებს ქართული ბაზრის მოთხოვნილებებსა და სპეციფიკას;

ბუღალტრული მომსახურება წარმოებს სტაციონარულად თქვენი დაკვეთის მიხედვით, როგორც თქვენს ოფისში ასევე ჩვენს ოფისში, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს სამუშაოს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ჩავრთოთ ჩვენი აუდიტის და კონსალტინგის ოფისები, წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში;

პერიოდულად ხდება საბუღალტრო ჩანაწრების შიდა აუიდიტი, რომელსაც აწარმოებს აუდიტის ოფისის სპეციალური ძლიერი გუნდი;

ჩვენ ვარიდებთ დამკვეთს კადრების (ბუღალტრების და მათი ასისტენტების) მოძიება და/ან არსებულის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს;

ჩვენს კომპანიას გააჩნია მძლავრი, ძვირადღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაბამისად, დამკვეთს არ მოუწევს ბუღალტერიასთან დაკავშირებული კაპ. დანახარჯების გაწევა;

კლიენტის ყველა საქმიან ურთიერთობას შესაბამის ოფიციალურ ინსტანციებთან აწარმოებს ჩვენი კომპანია

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი
USD2.6678
EUR3.0138
GBP3.359
RUB4.0173